Solo დიზაინერი. ჩემი მთავარი მიზანია, საქართველოს ვებ ინდუსტრიაში, შევიტანო ჩემი განსხვავებული "ნაპერწკალი". ყოველი პროექტი, ჩემი პირადი გამოწვევაა, შევქმნა მეტად უნიკალური, მეტად შედეგებზე ორიენტირებული და მეტად ინდივიდუალური.
ჩემი პროფილი UI/UX და გრაფიკული დიზაინია. მაგრამ სხვა ინდუსტრიების შიდა სამზარეულოს გაცნობამ, როგორიცაა ფინანსები, გაყიდვები და E-Commerce -ის მართვა, მომცა ხევდა, რომ ვიფიქრო კომპანიის მხრიდან და ეფექტურად გადავწვყიტო მათი რეალური პრობლემები.
მიუხედავად იმისა, რომ Kapibara.studio სოლო პროექტია, მაქსიმალური შედეგის მისაღწევად, ვთანამშრომლობ სხვა პროფესიონალ ფრილანსერებთან. ეს უზრუნველყოფს პროექტის ყველა ასპექტის უმაღლეს ხარისხს, ხოლო თქვენთან კომუნიკაცია ხდება სწრაფი, პირდაპირი და ეფექტური.
ტექნოლოგიების სწრაფად განვითარებას მოჰყვება მასთან მუდმივი ადაპტაცია, რაც ახალი შესაძლებლობებისთვის ხსნის კარებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი. მის შესწავლამ და გამოყენებამ გააუმჯობესა ჩემი სამუშაოს ეფექტურობა და აღმოფხვრა ის პრობლემები, რომლებიც დიდ სააგენტოებს აქვთ. AI ტექნოლოგიების ინტეგრაცია - ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, გაუმკლავდე რუტინულ ამოცანებს, რომელიც ზოგავს დროს და ამცირებს ხარჯებს.

შექმნილია ბიზნესისთვის

ჩემი გამოცდილება გაყიდვებსა და ფინანსებში საშუალებას მაძლევს, დიზაინს შევხედო არა როგორც მხოლოდ მხატვარმა, არამედ როგორც ბიზნეს პარტნიორმა. მე ვპოულობ იმ წერტილებს, სადაც დიზაინს შეუძლია შეამციროს თქვენი ოპერაციული ხარჯები და გაზარდოს გაყიდვები.

შექმნილია ბიზნესისთვის

Kapibara.studio სოლო პროექტია, რაც ნიშნავს, რომ მუშაობთ პირადად ჩემთან — ზედმეტი მენეჯერების გარეშე. თუმცა, მაქსიმალური შედეგისთვის, საჭიროების შემთხვევაში ვრთავ სანდო ფრილანსერების ქსელს. თქვენ იღებთ სააგენტოს ხარისხს ბიუროკრატიის გარეშე.

შექმნილია ბიზნესისთვის

ტექნოლოგია სწრაფად იცვლება. მე ვიყენებ AI ინსტრუმენტებსა და თანამედროვე პლატფორმებს (Webflow), რათა თქვენი ბიზნესი იყოს არა მხოლოდ დღეს აქტუალური, არამედ მზად იყოს მომავლისთვისაც. ეს არ არის უბრალოდ ტრენდი, ეს არის თქვენი ზრდის სტრატეგია.
