მენიუ

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს თქვენთან პროექტის გაკეთება?

პროექტის ფასი მკაცრად ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თქვენს საჭიროებებზე. ეს ჰგავს სახლის აშენებას: სანამ არ გვეცოდინება რამდენი სართული, რამდენი ოთახი და რა მასალები გსურთ, ზუსტ ხარჯთაღრიცხვას ვერ მოგცემთ. ჩვენ შეგვიძლია ზუსტი ღირებულება დავთვალოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დეტალურად გავიგებთ, რა სერვისები (ბრენდინგი, ვებგვერდი, AI) და რა მოცულობით გჭირდებათ.

როგორ ხდება ანგარიშსწორება?

სტანდარტულად, ვიყენებთ 40/60-ზე სისტემას: 40% პროექტის დაწყებამდე (რესურსების დაგეგმვისთვის) და 60% პროექტის სრულად დასრულებისა და გაშვების შემდეგ. თუმცა, ჩვენ ყოველთვის ვართ მზად განვიხილოთ მოლაპარაკება და მოვერგოთ თქვენს ფინანსურ გრაფიკს.

ყოველთვიური მხარდაჭერა ცალკე სერვისია?

დიახ. ყოველთვიური მხარდაჭერა ცალკე სერვისია, რომელიც იწყება პროექტის დასრულების შემდეგ. ეს არის ხელშეკრულება თქვენი საიტის უწყვეტ მუშაობაზე და მისი ღირებულება ირიცხება ცალკე. პაკეტი და მისი ფასი დგინდება წინასწარ, თქვენთან შეთანხმებით.

როგორ გვეხმარება AI ინტეგრაცია?

AI გეხმარებათ დროის დაზოგვაში და ფულის ხარჯვის შემცირებაში. ის ავტომატიზაციას უკეთებს რუტინულ სამუშაოებს (მაგალითად, პასუხის გაცემა შეკითხვებზე ან მონაცემების დალაგება) და გაძლევთ ზუსტ ინფორმაციას ბიზნესის განვითარებისთვის.

რა არის UI/UX და რატომ არის მნიშვნელოვანი?

UI (ვიზუალი) არის ის, თუ როგორ გამოიყურება საიტი (სილამაზე), ხოლო UX (გამოცდილება) არის ის, თუ როგორ მუშაობს ის (მოხერხებულობა). ჩვენ ვქმნით დიზაინს, სადაც სილამაზე და ფუნქციურობა ერთადაა, რათა მომხმარებელი მარტივად მივიდეს ყიდვამდე ან სასურველ ინფორმაციამდე.

რა დრო სჭირდება ლოგოსა და ბრენდინგის სრულად შექმნას?

დიზაინი, რომელიც მუშაობს, დროს მოითხოვს. ბრენდის იდენტობის შექმნის ფაზა, რომელიც მოიცავს სტრატეგიას, ლოგოს და ვიზუალური ენის საბოლოო დადასტურებას, საშუალოდ 2-4 კვირა გრძელდება.

პროექტის დასრულების შემდეგ თუ გვაძლევთ გარანტიას?

რა თქმა უნდა. პროექტის გაშვებიდან 30 დღის განმავლობაში ჩვენ სრულად ვართ პასუხისმგებელნი ნებისმიერი ტექნიკური "ბაგის" ან შეცდომის გამოსწორებაზე, რაც ჩვენი მხრიდან დაფიქსირდა.

როგორ ხდება კომუნიკაცია მუშაობის პროცესში?

თქვენ გეყოლებათ ერთი კონკრეტული პირი Kapibara Studio-დან, რომელიც უპასუხებს თქვენს ყველა შეკითხვას და უზრუნველყოფს სწრაფ უკუკავშირს. კომუნიკაციის არხებს ( Email ან შეხვედრები) შევარჩევთ თქვენი კომფორტის მიხედვით.

რა ხდება თუკი მჭირდება რაღაცის შეცვლა პროექტის ჩაბარების შემდეგ?

თუ ეს მცირე ცვლილებაა (ტექსტის კორექტირება, სურათის შეცვლა), ის შედის ყოველთვიურ მხარდაჭერის პაკეტში. თუ გჭირდებათ დიდი, ახალი ფუნქციონალის დამატება, ამას განვიხილავთ, როგორც ცალკეულ, დამოუკიდებელ ამოცანას.

ImageImage

მიანდე შენი პროექტი Kapibara.studio -ს

დაიწყე
დაიწყე
ImageImage