გამოაგზავნეთ მოთხოვნა და ჩვენ 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირებით.
პროექტის ფასი მკაცრად ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თქვენს საჭიროებებზე. ეს ჰგავს სახლის აშენებას: სანამ არ გვეცოდინება რამდენი სართული, რამდენი ოთახი და რა მასალები გსურთ, ზუსტ ხარჯთაღრიცხვას ვერ მოგცემთ. ჩვენ შეგვიძლია ზუსტი ღირებულება დავთვალოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დეტალურად გავიგებთ, რა სერვისები (ბრენდინგი, ვებგვერდი, AI) და რა მოცულობით გჭირდებათ.
სტანდარტულად, ვიყენებთ 40/60-ზე სისტემას: 40% პროექტის დაწყებამდე (რესურსების დაგეგმვისთვის) და 60% პროექტის სრულად დასრულებისა და გაშვების შემდეგ. თუმცა, ჩვენ ყოველთვის ვართ მზად განვიხილოთ მოლაპარაკება და მოვერგოთ თქვენს ფინანსურ გრაფიკს.
დიახ. ყოველთვიური მხარდაჭერა ცალკე სერვისია, რომელიც იწყება პროექტის დასრულების შემდეგ. ეს არის ხელშეკრულება თქვენი საიტის უწყვეტ მუშაობაზე და მისი ღირებულება ირიცხება ცალკე. პაკეტი და მისი ფასი დგინდება წინასწარ, თქვენთან შეთანხმებით.
AI გეხმარებათ დროის დაზოგვაში და ფულის ხარჯვის შემცირებაში. ის ავტომატიზაციას უკეთებს რუტინულ სამუშაოებს (მაგალითად, პასუხის გაცემა შეკითხვებზე ან მონაცემების დალაგება) და გაძლევთ ზუსტ ინფორმაციას ბიზნესის განვითარებისთვის.
UI (ვიზუალი) არის ის, თუ როგორ გამოიყურება საიტი (სილამაზე), ხოლო UX (გამოცდილება) არის ის, თუ როგორ მუშაობს ის (მოხერხებულობა). ჩვენ ვქმნით დიზაინს, სადაც სილამაზე და ფუნქციურობა ერთადაა, რათა მომხმარებელი მარტივად მივიდეს ყიდვამდე ან სასურველ ინფორმაციამდე.
დიზაინი, რომელიც მუშაობს, დროს მოითხოვს. ბრენდის იდენტობის შექმნის ფაზა, რომელიც მოიცავს სტრატეგიას, ლოგოს და ვიზუალური ენის საბოლოო დადასტურებას, საშუალოდ 2-4 კვირა გრძელდება.
რა თქმა უნდა. პროექტის გაშვებიდან 30 დღის განმავლობაში ჩვენ სრულად ვართ პასუხისმგებელნი ნებისმიერი ტექნიკური "ბაგის" ან შეცდომის გამოსწორებაზე, რაც ჩვენი მხრიდან დაფიქსირდა.
თქვენ გეყოლებათ ერთი კონკრეტული პირი Kapibara Studio-დან, რომელიც უპასუხებს თქვენს ყველა შეკითხვას და უზრუნველყოფს სწრაფ უკუკავშირს. კომუნიკაციის არხებს ( Email ან შეხვედრები) შევარჩევთ თქვენი კომფორტის მიხედვით.
თუ ეს მცირე ცვლილებაა (ტექსტის კორექტირება, სურათის შეცვლა), ის შედის ყოველთვიურ მხარდაჭერის პაკეტში. თუ გჭირდებათ დიდი, ახალი ფუნქციონალის დამატება, ამას განვიხილავთ, როგორც ცალკეულ, დამოუკიდებელ ამოცანას.